ავტორიზაცია

ოფიციალურად: რეალმა დაიმატა ფორვარდი, რომელიც 5 წლიდან ბარსელონას აკადემიაში იზრდებოდა

ოფიციალურად: რეალმა დაიმატა ფორვარდი, რომელიც 5 წლიდან ბარსელონას აკადემიაში იზრდებოდა
თარიღი 30 Aug 2022, 12:55

მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონას“ აღზრდილი ფორვარდი, იკერ ბრავო, ლევერკუზენის „ბაიერნიდან“ ინათხოვრა.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მხარეებს შორის ერთწლიანი შეთანხმება შედგა, რომლის დასრულების შემდეგაც „რეალს“ ფორვარდის გამოსყიდვა 6 მილიონ ევროდ შეეძლება.

AS-ი წერს, რომ ამ სეზონს ბრავო მადრიდის მეორე გუნდში, „კასტილიაში“ ითამაშებს, რის შედეგადაც მადრიდელები გადაწყვეტენ, ღირს თუ არა მისი გამოსყიდვა და გუნდში დატოვება.

იკერ ბრავო „ბაიერის“ ფეხბურთელი გასულ ზაფხულს გახდა, იქამდე კი „ბარსელონას“ აკადემიაში 5 წლიდან ასპარეზობდა.

გასულ სეზონში იკერმა „ლევერკუზენის“ პირველი გუნდის მაისურით ორი მატჩი ჩაატარა, ორივეში მოედანზე ცვლილებაზე გამოვიდა.

ასევე, მის ანგარიშზე 14 მატჩში ლევერკუზენელთა ახალგაზრდულ გუნდშია, რომლებშიც მან 7 გოლის გატანა შეძლო.