ავტორიზაცია

პოგბას ძმა ამტკიცებს, რომ პოლმა მბაპეს წინააღმდეგ ჯადოს გაკეთების მიზნით შამანს მიმართა - კილიანი აღელვებულია

პოგბას ძმა ამტკიცებს, რომ პოლმა მბაპეს წინააღმდეგ ჯადოს გაკეთების მიზნით შამანს მიმართა - კილიანი აღელვებულია
თარიღი 30 აგვ 2022, 13:09

კილიან მბაპე ძალიან აღელვებულია საუბრებით, თითქოს პოლ პოგბამ მის წინააღმდეგ ჯადოს გაკეთება მოისურვა.

ინფორმაცია, რომ „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სწორედ ასეთი თხოვნით შამანს მიმართა, წინა კვირას გაჩნდა, როცა პოლის ძმა მატიას პოგბა თავის დედმამიშვილს ემუქრებოდა, რომ ამ ინფორმაციას გათქვამს, თუ მისგან 13 მილიონ ევროს არ მიიღებს.

საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა მბაპეს ამ საქმეში გასარკვევად დაურეკა. გუნდში შესაძლო ჯადოს გაკეთებაზე საუბარი ჯერ კიდევ იქამდე მიდიოდა, სანამ ყველაფერი პრესაში გაირკვეოდა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, თავად პოლ პოგბამ არ მოისურვა მბაპესთან დაკავშირება და ისტორიის თავისი ვერსიის მოყოლა.

მბაპე სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მზადაა, ზომებიც მიიღოს, თუ გაჩნდება რეალური მტკიცებები, რომ პოგბამ მის წინააღმდეგ ჯადოს გაკეთება მართლაც სცადა.