ავტორიზაცია

"ეს ნორმალური ქცევაა, მხოლოდ თქვენ, პრესა ქმნით პრობლემებს",- ხელაიფი ნეიმარის და მბაპეს კონფლიქტზე

"ეს ნორმალური ქცევაა, მხოლოდ თქვენ, პრესა ქმნით პრობლემებს",- ხელაიფი ნეიმარის და მბაპეს კონფლიქტზე
თარიღი 29 აგვ 2022, 14:45

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეს და ნეიმარის შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.

მეორე ტურში "მონპელიესთან (5:2) მოგებული შეხვედრის შემდეგ, ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ გუნდში პენალტების მთავარი შემსრულებელი კილიან მბაპე არის.

"პრობლემა არ არსებობს, მხოლოდ თქვენ, პრესა ქმნით პრობლემებს, ხომ არ ვტყუი? ჩვენთან მსგავსი შეკითხვები არ დგას. ზოგჯერ მეც ვეჩხუბები დასა და ძმას, ეს ნორმალური ქცევაა. მბაპე და ნეიმარი კარგი ბიჭები და კარგი პარტნიორები არიან ," - განაცხადა ხელაიფიმ.