სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ბარსელონა მარჯვენა მცველის დამატებას შეეცდება და პრიორიტეტული ვარიანტიც შეარჩია
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, „ბარსელონა“ „დორტმუნდის“ მცველის, ტომა მენიეს ტრანსაფერზე მუშაობს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 30 წლის ბელგიელი „ბარსასთვის“ მარჯვენა ფლანგის გასაძლირებლად პრიორიტეტული ვარიანტია.
დიდი ალბათობთ, ფეხბურთელთან მოლაპარაკებებში კატალონიელები სირთულეებს არ წააწყდებიან, გერმანულ კლუბთან შეთანხმება კი, ოდნავ უფრო რთული უნდა იყოს.
თუმცა, ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ „ბარსას“ ამ ტრანსფერის დასახურად პიერ-ემერიკ ობამეიანგი და მემფის დეპაი ჰყავს გასაყიდი, რაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31 აგვისტოს ღამემდე) არც ისე ადვილი იქნება.
„ბარსელონაში“ გადასვლის შემდეთხვევაში მენიე გუნდთან 3-4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მან „ბორუსიას“ ხელმძღვანელობას წასვლის სურვილი უკვე გამოუთქვა.