ავტორიზაცია

ბარსელონას ნახევარმცველი შესაძლოა ფრანგულ ლიგა 1-ში გადაბარგდეს

ბარსელონას ნახევარმცველი შესაძლოა ფრანგულ ლიგა 1-ში გადაბარგდეს
თარიღი 30 აგვ 2022, 17:28

ფრანგულ „ლიონს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დამატება სურს.

Sport.es-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზადაა 32 წლის ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს. თუმცა, „ლიონი“ პიანიჩის ერთადერთი მსურველი არ არის, მას საუდის არაბეთიდან „ალ ნასრიც“ ეპატიჟება.

პიანიჩი „ლიონის“ ფეხბურთელი 2008-2011 წლებში იყო და გუნდში ჩატარებულ 121 მატჩში 16 გოლი და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ბარსელონას“ ფეხბურთელად ბოსნიელი 2020 წლიდან ითვლება, თუმცა გასული სეზონი იჯარით „ბეშიქთაშში“ გაატარა. 

მთელი ზაფხულია იწერება, რომ ხავი ფეხბურთელის შენარჩუნებით არის დაინტერესებული, მაგრამ ამ სეზონში ის მოედანზე ჯერ არცერთხელ არ გასულა.