"კვარაცხელია მოედნიდან გააქრეს" - ფიორენტინას ყოფილი ფეხბურთელი
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი "ფიორენტინას" ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანმა გააკეთა.
"ფიორენტინამ საკმაოდ კარგად და ორგანიზებულად ითამაშა და უმაღლესი დონის შეხვედრა აჩვენა.
დოდომ კი კვარაცხელია უბრალოდ მოედნიდან გააქრო. ვფიქრობ, ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და მალე დოდოს ყველა გაიცნობს", - განაცხადა ადანმა.