პსჟ-მ ვალენსიას ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა - ტრანსფერი დახურულია

„ნაპოლის“ ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, „პსჟ-მ“ კიდევ ერთი ესპანელი შუახაზელი დაიმატა.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, პარიზულმა კლუბმა „ვალენსიასთან“ ესპანელი ნახევარმცველის, კარლოს სოლერის ტრანსფერი შეათანხმა.
კლუბებმა 18 მილიონ ევროზე მოილაპარაკეს, კიდევ 3 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული, თავად სოლერი კი „პსჟ-სთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გუნდის ახალი სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში სოლერს აწმყოს და მომავლის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრებს.
მომდევნო ზაფხულს, სოლერს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი ეწურებოდა და გაისად უფასოდ დაკარგვას, „ღამურებმა“ მისი წელსვე გაყიდვა გადაწყვიტეს.
როგორც რუისის, ისე სოლერის ტრანსფერები, „პსჟ-მ“ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად უნდა დაადასტუროს.