ავტორიზაცია

BREAKING: ჩელსი 2023 წლისთვის 90-მილიონიან ტრანსფერს ხურავს

BREAKING: ჩელსი 2023 წლისთვის 90-მილიონიან ტრანსფერს ხურავს
თარიღი 30 Aug 2022, 22:07

ფაბრიციო რომანო ექსკლუზიურ ინფორმაციას გვთავაზობს.

ლონდონის „ჩელსი“ გერმანულ „ლაიპციგთან“ ცენტრალური მცველის, იოშკო გვარდიოლის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„პენსიონერებმა“ გერმანელებს 90 მილიონი ევრო შესთავაზეს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ სტადიაში იმყოფება.

გამომდინარე იქიდან, რომ „ლაიპციგს“ ამ ზაფხულს ფეხბურთელის გაშვება არ სურს, საუბარია გვარდიოლის გერმანიაში ერთი წლით იჯარით დატოვებაზე და „ჩელსის“ ის ოფიციალურად 2023 წლის ზაფხულში შეუერთდება.

რომანოს ცნობით, მოლაპარაკებები კლუბებსა და ფეხბურთელს შორის მიმდინარეობს და ისინი ცდილობენ, შეთანხმებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიაღწიონ. 

ამ ზაფხულს „ჩელსიმ“ უკვე დაიმატა ორი ცენტრალური მცველი - კალიდუ კულიბალი და უესლი ფოფანა, თუმცა ამ უკანასკნელის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული.