ოფიციალურად: ჩელსიმ ინგლისელი შემტევი იჯარით ბუნდესლიგაში გაუშვა
ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისელი შემტევი კალუმ ჰადსონ-ოდოი იჯარით ბუნდესლიგაში გაუშვა.
21 წლის ფეხბურთელი ამ სეზონს ლევერკუზენის „ბაიერში“ გააგრძელებს.
კლუბებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში გამოსასყიდი თანხა არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, „ჩელსის“ ინგლისელის დაბრუნება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც შეეძლება.
გასულ სეზონში ჰადსონ-ოდოიმ პრემიერ ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.
რამდენიმე წლის წინ, ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიუნხენის „ბაიერნი“ იხდიდა, თუმცა „ჩელსიმ“ მის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.