ავტორიზაცია

ჩელსის მფლობელს ფოფანას შარშანდელი მძიმე ტრავმა აღელვებდა - ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებით ყველაფერს უპასუხა

ჩელსის მფლობელს ფოფანას შარშანდელი მძიმე ტრავმა აღელვებდა - ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებით ყველაფერს უპასუხა
თარიღი 30 აგვ 2022, 22:16

უესლი ფოფანამ „ჩელსიში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნიუ-იორკში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ ფეხბურთელს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ დაუფიქსირა, შესაბამისად ფრანგი უახლოეს პერიოდში „ჩელსის“ ფეხბურთელად გამოცხადდება.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელს, ტოდ ბოელის აღელვება ის ფაქტი, რომ ფოფანამ თითქმის მთელი გასული სეზონი მოტეხილობის გამო გამოტოვა, თუმცა გამოკვლევით დადგინდა, რომ ფოფანამ ყველანაირი პრობლემა უკან მოიტოვა და სრულიად ჯანმრთელია.

მთლიანობაში, ყველანაირი ბონუსების ჩათვლით, „ჩელსის“ „ლესტერიდან“ ფეხბურთელის შეძენა 90 მილიონ ევრომდე უჯდება.