ავტორიზაცია

რეალის აღზრდილი მარცხენა მცველი ატლეტიკოში იჯარით გადავიდა

რეალის აღზრდილი მარცხენა მცველი ატლეტიკოში იჯარით გადავიდა
თარიღი 30 Aug 2022, 22:40

მადრიდის „ატლეტიკომ“ „რეალის“ აღზრდილი მარცხენა მცველის, სერხიო რეგილონის იჯარა დაადასტურა.

ესპანელი ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბს „ტოტენჰემიდან“ ერთსეზონიანი იჯარით შეუერთდა.

გუნდებს შორის გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ არის მითითებული, ამიტომ სეზონის ბოლოს რეგილონი „ტოტენჰემში“ უნდა დაბრუნდეს, თუ კლუბებმა ახალი მოლაპარაკებები არ წამოიწყეს.

25 წლის სერხიო რეგილონი 2013 წლიდან მადრიდის „რეალის“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, 2019 წელს იჯარით „სევილიაში“ გადავიდა, 2020-ში კი 30 მილიონ ევროდ „ტოტენჰემს“ შეუერთდა.

2020 და 2021 წლებში „რეალს“ ფეხბურთელის დაბრუნება 45 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა და რეგილონზე ყველანაირი უფლებები დაკარგა.