ავტორიზაცია

ოფიციალურად: ერთი არის, მეორე გზაშია - პსჟ-მ ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ერთი არის, მეორე გზაშია - პსჟ-მ ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 31 აგვ 2022, 01:11

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ტრანსფერი დაადასტურა.

ესპანელი ფეხბურთელი პარიზულ გრანდს 5-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა.

„პსჟ“ რუისის სანაცვლოდ 21.5 მილიონ ევროს გადაუხდის და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სოლიდარობის ნიშნად კიდევ გარკვეულ თანხას გადაურიცხავს.

მომდევნო ზაფხულს ფაბიანს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ეწურებოდა და გუნდიდან წასვლა უფასოდ შეეძლო, ამიტომ ნეაპოლელებმა ამისგან თავის ასარიდებლად ფეხბურთელის ამ ზაფხულსვე გაყიდვა გადაწყვიტეს.

იწერებოდა, რომ მომავალ ზაფხულს ფაბიანის უფასოდ წაყვანა მადრიდის „რეალს“ სურდა, თუმცა „პსჟ-მ“ მადრიდელებს დაასწრო და ესპანელი ერთი წლით ადრე თანხის სანაცვლოდ გაიფორმა.

უახლოეს პერიოდში, „პსჟ“ „ვალენსიას“ ესპანელი ნახევარმცველის, კარლოს სოლერის ტრანსფერსაც ოფიციალურად დაადასტურებს.