ავტორიზაცია

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი ბორდოში ითამაშებს

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი ბორდოში ითამაშებს
თარიღი 31 აგვ 2022, 08:59

საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი "ბორდოში" ითამაშებს.

ინფორმაციას ბათუმის "დინამო" სოციალურ ქსელში ადასტურებს. ფრანგულმა გუნდმა დავითაშვილი 1-წლიანი იჯარით და შემდგომ გამოსყიდვის უფლებით დაიმატა.

"ბორდო" საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონია, ამჟამად კი საფრანგეთის ლიგა 2-ში გამოდის და 5 ტურის შემდეგ 8 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი აჭარულ გუნდს აპრილიდან შეიუერთდა, 17 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს: თბილისის "ლოკომოტივის", ყაზანის "რუბინის", "როტორის" და ტულას "არსენალის" მაისურს ირგებდა.