ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლეანდრო პარედესი პსჟ-დან იუვენტუსში გადავიდა - გუნდებმა საინტერესო შეთანხმება დადეს

ოფიციალურად: ლეანდრო პარედესი პსჟ-დან იუვენტუსში გადავიდა - გუნდებმა საინტერესო შეთანხმება დადეს
თარიღი 31 აგვ 2022, 21:44

ლეანდრო პარედესი „პსჟ-დან“ „იუვენტუსში“ ოფიციალურად გადავიდა.

ტურინულმა გუნდმა 28 წლის არგენტინელი ნახევარმცველი 2022/23-სეზონისთვის ინათხოვრა.

ამ ეტაპზე, „იუვეს“ ფეხბურთელის გამოსყიდვა 22.6 მილიონ ევროდ ნებაყოფლობითად შეეძლება, მაგრამ გარკვეული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, ამის გაკეთება ტურინელებისთვის სავალდებულო გახდება.

იმ შემთხვევაში, თუ ეს გარკვეული მიზნები მიღწეული იქნება, მაგრამ „იუვენტუსი“ ფეხბურთელის გამოსყიდვას არ მოისურვებს, „პსჟ-სთვის“ 2.5 მილიონი ევრო ჯარიმის სახით ექნება გადასახდელი.

გარდა ამ ყველაფრისა, გარიგებაში გუნდებს შორის ბომუსებიც არის გათვალისწინებული, რომელიც ჯამში 3 მილიონ ევროს აღწევს.

„პსჟ-ში“ პარედესმა 4 სეზონი გაატარა, იქამდე კი რუსულ „ზენიტში“ ასპარეზობდა.