ავტორიზაცია

მოლაპარაკებებს პრეზიდენტი შეუერთდა - პსჟ იმედს არ კარგავს

მოლაპარაკებებს პრეზიდენტი შეუერთდა - პსჟ იმედს არ კარგავს
თარიღი 31 აგვ 2022, 21:47

სატრანფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი რჩება, მაგრამ „პსჟ“ „ინტერის“ მცველის, მილან შკრინიარის შეძენის იმედს არ კარგავს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებებს პარიზელთა პრეზიდნეტი ნასერ ალ-ხელაიფი შეუერთდა და ამის გამო, „პსჟ-ში“ იმედიანად არიან განწყობილნი, რომ შეთანხმების მიღწევა მოესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ-ს“ კონკრეტული შეთავაზების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, იწერება, რომ „ინტერი“ 27 წლის ფეხბურთელის გაყიდვის საკითხში ისეთი კატეგორიული აღარ არის, როგორიც მთელი ზაფხულის მანძილზე იყო.

შკრინიარი „ინტერის“ უმნიშვნელოვანესი წევრია და ამ სეზონში სერია ა-ს ოთხივე ტურის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დღეს „პსჟ-მ" ოფიციალურად დაადასტურა ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის „იუვენტუსში" იჯარით წასვლა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში გუნდი კარლოს სოლერის „ვალენსიადან" შეძენასაც გააოფიციალურებს.