ავტორიზაცია

ობამეიანგი გაძარცვეს და ავტომატით ყბა მოტეხეს, როცა ცოლის დაცვას ცდილობდა - ცნობილი გახდა დეტალები

ობამეიანგი გაძარცვეს და ავტომატით ყბა მოტეხეს, როცა ცოლის დაცვას ცდილობდა - ცნობილი გახდა დეტალები
თარიღი 31 Aug 2022, 22:09

ცნობილი გახდა ძარცვის დეტალები, რომლის მსხვერპიც „ბარსელონას“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ძარცვის ზარალი დაახლოებით 700 ათას ევროდ შეფასდა.

ობამეიანგს ავტომატის უკანა მხრით ყბა მოტეხეს იმ მომენტში, როცა ის მძარცველებისგან მეუღლის დაცვას ცდილობდა. ქალბატონს სახლში უსაფრთხოების სისტემის გააქტიურება სურდა, მაგრამ ერთ-ერთმა მძარცველმა ის გააჩერა და ფეხბურთელი მის დახმარებას ცდილობდა.

„ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ობამეიანგის სახლი უკვე მეორედ გაძარცვეს, პირველად ეს 17 ივლისს მოხდა. მაშინ, მძარცველებმა ძვირადღირებული ნივთები და საათები წაიღეს და ზარალი 1.5 მილიონ ევროდ შეფასდა.

პირველი ძარცვის დროს ობამეიანგი სახლში არ ყოფილა, მისმა შვილმა და ბავშვებმა კი მძარცველები ვერ შენიშნეს.

ყბის მოტეხილობის გამო, ობამეიანგი მოედანზე გასვლას მინიმუმ 3-4 კვირა ვერ შეძლებს.