ოფიციალურად: უესლი ფოფანა ჩელსის ფეხბურთელია - ფრანგის პირველი კომენტარი ლონდონში გადასვლის შემდეგ
ფრანგი ცენტრალური მცველი უესლი ფოფანა კარიერას „ლესტერიდან“ ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
ლონდონურ კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 90 მილიონი ევრო დაუჯდა და ფოფანამ „ჩელსისთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ბოლო ორი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღეს დილით გუნდთან ერთად უკვე ვივარჯიშე კიდეც. ეს ყველაფერი ჩემთვის - ახდენილი ოცნებაა და ძალიან აფორიაქებული ვარ. მინდა, რაც შეიძლება მალე ვითამაშო „ჩელსის“ მაისურით.
აქ იმისთვის ვარ, რომ ტიტულები მოვიგო. ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ლიგის თასი - ყველაფერი. აქ მოგებებისთვის მოვედი. ეს კლუბი შექმნილია იმისთვის, რომ ტიტულები მოიგოს და მინდა, ეს ტრადიცია მეც გავაგრძელო.“ - აღნიშნა ფოფანამ.
უესლის გარდა, ამ ზაფხულს „ჩელსიმ“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე კალიდუ კულიბალიც დაიმატა.