BREAKING: ბარსელონამ შესაძლოა ყოფილი მცველი დაიბრუნოს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, ესპანელი მცველი ექტორ ბელერინი შესაძლოა მშობლიურ „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, „არსენალის“ მცველმა ლონდონურ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკა და „ბარსელონაში“ სურს გადასვლა.
კატალონიურ გუნდში დაბრუნების ხათრით, ბელერინმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „ბეტისში“ გაატარა, „ატალანტა“, „უდინეზე“ და „სასუოლო“ უარით გაისტუმრა.
გამომდინარე იქიდან, რომ „ბარსელონა“ სასწრაფო წესით მარჯვენა მცველის დამატებაზე მუშაობს, არაა გამორიცხული, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ.
მთავარია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბელერინმა „არსენალთან“ კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი საბოლოოდ მოაგვაროს და თავისუფალი აგენტი გახდეს და „ბარსელონაში“ მისვლას ის 31 აგვისტოს შემდეგაც მოახერხებს.
ანალოგიურად მოხდა პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემთხვევაშიც, როცა მან 31 იანვარს „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, „ბარსელონამ“ კი მისი ტრანსფერი უკვე სატრანფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, 2 თებერვალს დაადასტურა.
ბელერინი „ბარსელონას“ აკადემიაში 2003-2011 წლებში იზრდებოდა, 2012-ში კი „არსენალში“ გადავიდა ისე, რომ „ბარსას“ ძირითად გუნდში დებიუტი არც ჰქონია.
რუმენიგე: "მთელი დარბაზი იცინოდა, როცა ბარსელონა ბაიერნთან მოხვდა ჯგუფში"