"გადაწყვეტილება მიღებულია", - ბერნარდუ სილვამ საკუთარ მომავალს წერტილი დაუსვა?!

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.
„ნოტინგემთან“ 6:0 მოგებული მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მანჩესტერში რჩება.
„მანჩესტერ სიტიში ვრჩები, რადგან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია.
გადაწყვეტილება უკვ ემიღებულია, „სიტიში“ გავაგრძელებ თამაშს და ამით ბედნიერი ვარ.“ - აღნიშნა ბერნარდუმ.
პარალელურად, კატალონიური პრესა წერს, რომ სილვას ტრანსფერი „ბარსაში“ ჯერ კიდევ შესაძლებელია და კლუბი საამისოდ ყველაფერს აკეთებს.