ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ჯასტინ კლუივერტი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია - ჯასტინ კლუივერტი კარიერას ვალენსიაში გააგრძელებს
თარიღი 01 სექ 2022, 19:10

23 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჯასტინ კლუივერტი ესპანურ "ვალენსიაში" ითამაშებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "რომასთან" პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, ფეხბურთელი დათანხმდა "ღამურების" შეთავაზებას. 

ტრანსფერის დეტალები სულ მალე გახდება ცნობილი, მანამდე კი ფეხბურთელს შეატყობინეს, რომ ის სასწრაფოდ უნდა გაფრინდეს ვალენსიაში რადგან კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

ცოტა ხნის წინ, კლუივერტი ახლოს იყო "ფულჰემში" ტრანსფერთან, მაგრამ საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.