ოფიციალურად: მარტინ ბრეიტვეიტმა ბარსელონა დატოვა
კატალონიის „ბარსელონამ“ 31 წლის დანიელ ფორვარდთან, მარტინ ბრეიტვეიტთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა.
ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდში 58 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ტიტული კი მხოლოდ ერთი, კოპა დელ რეი მოიგო.
როგორც „ბარსას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ბრეიტვეიტთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა და ის თავისუფალი აგენტი გახდა.
კატალონიელი წყაროების ცნობით, ბრეიტვეიტს უფასოდ წასვლა არ სურდა და „ბარსას“ მისთვის 150 ათასი ევროს გადახდა მოუწია.
უდიდესი ალბათობით, დანიელი კარიერას ბარსელონას სხვა კლუბში, „ესპანიოლში“ გააგრძელებს.