ჰექტორ ბელერინი ბარსელონაში დაბრუნებას უახლოვდება
27 წლის მარჯვენა მცველი ჰექტორ ბელერინი "ბარსელონაში დაბრუნებას " უახლოვდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი უარს ამბობს იტალიურ ვარიანტებზე რათა კატალონიურ გუნდს შეუერთდეს.
ესპანელი ცდილობს "არსენალთან" შეთანხმების მიღწევას, კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე. ის მზადაა კატალონიურ გუნდში შემცირებულ ხელფასზე ითამაშოს.
ფეხბურთელი ელოდება საბოლოო ზარს, რის შემდეგაც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შეუერთდება ესპანურ გრანდს.
შეგახსენებთ, რომ ბელერინი "ბარსელონას“ აკადემიაში 2003-2011 წლებში იზრდებოდა, 2012-ში კი "არსენალში“ გადავიდა ისე, რომ „ბარსას“ ძირითად გუნდში დებიუტი არც ჰქონია.