მემფის დეპაის მომავალი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადაწყდა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბარსელონას" შემტევის მემფის დეპაის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.
კატალონიური გამოცემის Diario SPORT-ის ცნობით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლუბში დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე გადაწყვიტა.
ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მიმართ ინტერესი ფაქტიურად არცერთი გუნდიდან აღარ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის შემტევის ტრანსფერით ყველაზე აქტიურად ტურინის "იუვენტუსი", მანჩესტერ "იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ.