ექტორ ბელერინი ბარსელონაში - კონტრაქტის დეტალები და პირობები ცნობილია

„არსენალის“ მცველი ექტორ ბელერინი უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება „ბარსელონას“ ფეხბურთელი.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა სამედიცინო შემოწმების თარიღი უკვე დათქვა. ბელერინი „ბარსაში“ უფასოდ გადავა მას შემდეგ, რაც „არსენალთან“ კონტრაქტს გაწყვეტს.
Relevo-ს ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან 25%-ს მიიღებს, ასევე კლუბებს შორის გაფორმდება გარკვეული ბონუსები, რომელიც მცველის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
თავად ბელერინი „ბარსელონასთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ესპანელი მცველი „ბარსას“ აღზრდილია, რომლის სისტემაშიც 2011 წლიდან ირიცხებოდა, 2012-ში კი „არსენალში“ გადავიდა.
გასული სეზონი ექტორმა იჯარით „ბეტისში“ გაატარა, რომელმაც მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო.