ავტორიზაცია

ოფიციალურად: ვილიანი ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

ოფიციალურად: ვილიანი ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
თარიღი 01 სექ 2022, 20:50

ბრაზილიელი შემტევი ვილიანი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.

34 წლის ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ერთწლიანი კონტრაქტი „ფულემთან“ გააფორმა.

ვილიანის უკანასკნელი გუნდი ბრაზილიური „კორინთიანსი“ იყო, რომელიც მან კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად დატოვა.

ნახევარმცველს პრემიერ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, 2014-2020 წლებში ის „ჩელსიში“ თამაშობდა და 234 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

შემდეგ, ერთი წელი „არსენალში“ გაატარა და 25 მატჩში 1-ხელ მოახერხა თავის გამოჩენა.