"მთელი მსოფლიო შოკში იქნება, ბარსელონა მოულოდნელ და ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს", - ჟერარ რომერო
კატალონიელი ჟურნალისტი მთელ მსოფლიოს სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს სენსაციურ მეგა-ტრანსფერს ჰპირდება.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები „ბარსელონაში“ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ „ბარსელონას“ მოულოდნელი სიურპრიზით გულშემატკივრები გაოცებულები არიან და რომ მას გარკვეული ინფორმაცია გააჩნია, თუმცა ჯერ არაფრის თქმის უფლება არ აქვს.
მეტიც, რომეროს თქმით, „ბარსელონას“ მოულოდნელი ახალწვეულის წლიური ანაზღაურება სოლიდური 6 მილიონი ევრო იქნება, რამაც პრესაში კითხვები უფრო გააჩინა.
„ამ ეტაპზე, მთელი მსოფლიო ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის „ბარსელონას“ იდუმალი ახალწვეული, მაგრამ ეს ჯერ ცნობილი არავისთვისაა“, - ამბობს პირდაპირ ეთერში ჟერარ რომერო.
პრესაში უმალვე გაიჟღერა ბერნარდო სილვას, მარკო ვერატის, ნაბილ ფეკირის და სხვა ფეხბურთელების სახელებმა, თუმცა მათი უმეტესობა რომერომ უარყო.
როგორც ჩანს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები „ბარსაში“ ძალიან დაძაბულო და საინტერესო იქნება.
მოგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა საქართველოს დროით ღამის 02:00 საათზე იხურება.