ოფიციალურად: სერჟინიო დესტმა ბარსელონა დატოვა
„ბარსელონას“ ამერიკელი მცველი სერჟინიო დესტი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.
იტალიის ჩემპიონმა ახალგაზრდა მარჯვენა მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„როსონერიმ“ ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატა, რომლის დასრულების შემდეგაც ფეხბურთელის 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
იმ შემთხვევაში, თუ „მილანი“ ამერიკელის გამოსყიდვას მოინდომებს, დესტი „მილანთან“ კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
დესტი „ბარსაში“ 2020 წელს „აიაქსიდან“ გადავიდა, თუმცა ხავიმ პირდაპირ თქვა, რომ ის მის გეგმებში არ შედის და უმჯობესია, ახალი გუნდი მოიძიოს.