დამთავრდა - დეპაი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს
მემფის დეპაიმ „ბარსელონადან“ წასვლის ვარიანტი საბოლოოდ გამორიცხა.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად განაცხადა, რომ „ბარსაში“ დარჩენა გადაწყვიტა.
„მე ბარსაში გადავწყვიტე დარჩენა. სრულად კონცენტრირებული ვარ კლუბის სპორტულ წარმატებებზე. ვისკა ბარსა.“ - წერს დეპაი „ტვიტერზე“.
როგორც კატალონიური პრესა წერდა, დეპაის წასვლა პირდაპირ კავშირში იყო მოულოდნელ ტრანსფერთან, რომელსაც თითქოსდა „ბარსელონა“ ამზადებდა.
საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ბარსელონა“ მარკოს ალონსოს და ექტორ ბელერინს დაადასტურებს და ამით სატრანსფერო ზაფხულს დახურავს.