BREAKING: ცნობილია იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომლის ტრანსფერსაც ჟერარ რომერო გვპირდებოდა
ჟერარ რომერო, რომელიც მთელი საღამოს მანძილზე „ბარსელონას“ ქომაგებს მოულოდნელ და ისტორიულ ტრანსფერს პირდებოდა, დანებდა.
ჟურნალისტის თქმით, „ბარსელონა“ და საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში მთელი დღის მანძილზე მუშაობდნენ ბერნარდუ სილვას ტრანსფერზე, ერთ მომენტში ისინი დარწმუნებულებიც კი იყვნენ, რომ ის შედგებოდა, მაგრამ მის მოსახდენად ფეხბურთელების წასვლა იყო საჭირო.
„ბარსას“ იმედი ჰქონდა, რომ გუნდიდან მირალემ პიანიჩი და რაც მთავარია, მემფის დეპაი წავიდოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ორივე „ბლაუგრანაში“ დარჩება.
დეპაიმ დარჩენა უკვე ოფიციალურად სოციალურ ქსელშიც დაადასტურა. შესაბამისად, უდიდესი ალბათობით, ისტორიული და მოულოდნელი ტრანსფერი, რომელსაც რომერო გვპირდებოდა, არ შედგება.
თუმცა, „ბარსა" აუცილებლად დაადასტურებს მარკოს ალონსოს და ჰექტორ ბელერინის ტრანსფერებს და ასევე, პიერ-ემერიკ ობამეიანგის წასვლას „ჩელსიში".