ოფიციალურად: არტური ლივერპულის ფეხბურთელია
„ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველი არტურ მელო კარიერას „იუვენტუსიდან“ „ლივერპულში“ გააგრძელებს.
მერსისაიდულმა კლუბმა 26 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
არტური „ლივერპულს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, მერსისაიდულ კლუბს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 2023 წელს 37.5 მილიონ ევროდ შეეძლება.
არტური „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ 2020 წელს მირალემ პიანიჩის გაცვლის ტრანსფერით გადავიდა, თუმცა ტურინულ გუნდში თავის ბოლომდე დამკვიდრება ვერ მოახერხა, ჯამში სერია ა-ში 42 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო.