ავტორიზაცია

"ზაფხულის ყველაზე კარგი ტრანსფერი კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლა იყო ",- ჯანლუკა დი მარციო

"ზაფხულის ყველაზე კარგი ტრანსფერი კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლა იყო ",- ჯანლუკა დი მარციო
თარიღი 02 სექ 2022, 11:43

იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ იტალიური გუნდების მუშაობა შეაფასა და საუკეთესო ტრანსფერები გამოარჩია. 

Sky Sport-ის ჟურნალისტმა "ნაპოლის" სატრანსფერო პერიპეტიებზე ისაუბრა და ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გამოარჩია.

"აღსანისნავია "რომას" მუშაობა, მათ ყველაფერი 8 მილიონ ევროზე ცოტა მეტის დახარჯვით მოახერხეს. წაიყვანეს პაულო დიბალა რომელიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ამით მოიგეს კიდეც. არგენტინელი შემტევი იმდენივეს გამოიმუშავებს რამდენსაც ჰენრიკ მხითარიანი იღებდა. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ტრანსფერი ამ ზაფხულს "ნაპოლიმ" გააკეთა: მხედველობაში მაქვს ხვიჩა კვარაცხელია. ",- განაცხადა დი მარციომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერა A-ს 4 ტურში სამჯერ გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.