ავტორიზაცია

მეტი, ვიდრე სხვა ტოპ-ლიგებმა ერთად! რომელმა ჩემპიონატმა რამდენი დახარჯა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს?

მეტი, ვიდრე სხვა ტოპ-ლიგებმა ერთად! რომელმა ჩემპიონატმა რამდენი დახარჯა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს?
თარიღი 02 სექ 2022, 13:35

სატრანსფერო ფანჯრის დახურვასთან ერთად, შეგვიძლია დავაჯამოთ, თუ რომელი ტოპ-ჩემპიონატის გუნდებმა რამდენი დახარჯეს გუნდების გაძლიერებაზე.

როგორც გამოცემა Telefootball იუწყება, ხარჯების საკითხებში არანაირი ბადალი არ ჰყავთ პრემიერ ლიგის გუნდებს, რომლებმაც აწ უკვე გასულ ზაფხულს წარმოუდგენელი თანხები დახარჯეს.

საინტერესოა, რომ პრემიერ ლიგის გარდა, სხვა 4 ტოპ-ჩემპიონატის ხარჯები რომ დააჯამო, ინგლისელებს მაინც უფრო მეტი ექნებათ დახარჯული.

1. პრემიერ ლიგა - 2 მილიარდი ფუნტ-სტერლინგი

2. სერია ა - 670 მილიონი ფუნტი

3. ბუნდესლიგა - 435 მილიონი ფუნტი

4. ლიგა 1 – 426 მილიონი ფუნტი

5. ლა ლიგა - 404 მილიონი ფუნტი.