"თუ მოუნდებათ, კარიერის ბოლომდე დარჩებიან", - ანჩელოტიმ ისაუბრა ფეხბურთელებზე, რომლებთაც გაისად კონტრაქტი უმთავრდებათ
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
„დიდი რაოდენობის ფეხბურთელების დამატებაზე არასდროს არც გვიფიქრია.
არის ისეთი სიტუაციები, როგორც კაზემიროს ან ასენსიოს შემთხვევაში, მაგრამ ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ის, ვინც დარჩა, გუნდში შედეგების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტით ერთი წელი დარჩათ, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს.“ - აღნიშნა იტალიელმა.
მომავალ ზაფხულს „რეალთან“ კონტრაქტი მოდრიჩს, კროოსს, ბენზემას და ნაჩოს ეწურებათ.