ავტორიზაცია

"არ ვიცი, როდის უნდა შეწყდეს", - ანჩელოტიმ გამოთქვა ვარაუდი, როგორ შეიძლება სხვა ჩემპიონატები პრემიერ ლიგას გაუტოლდნენ

"არ ვიცი, როდის უნდა შეწყდეს", - ანჩელოტიმ გამოთქვა ვარაუდი, როგორ შეიძლება სხვა ჩემპიონატები პრემიერ ლიგას გაუტოლდნენ
თარიღი 02 სექ 2022, 22:50

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფინანსური თვალსაზრისით პრემიერ ლიგის სხვა ჩემპიონატებთან უპირატესობაზე ისაუბრა.

„არ ვიცი, როდის შეწყდება ეს ყველაფერი. მათთან მიახლოვება თამაშის, ატმოსფეროს გაუმჯობესებით, ახალი სტადიონების შემოღებით, რომლებზეც არ იქნება სისასტიკის ადგილი - ყველა ჩემპიონატის მიზანია და არამარტო ესპანურის.

პრემიერ ლიგა ტელეუფლებების ფასით ყველასგან ძალიან შორს გაიქცა. ის ყველა დანარჩენს დიდი უპირატესობით სჯობს. იქ უკეთესი ატმოსფეროა, იქ არ არის სისასტიკე, სტადიონები სულ სავსეა და ბევრი თანამედროვე არენა აქვთ.

მათ უპირატესობა აქვთ. დანარჩენი ლიგების მიზანი კი იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ გააუმჯობესოს ის ასპექტები, რომლებიც მე ვახსენე.“ - აღნიშნა ანჩელოტიმ.