ავტორიზაცია

უარი 15 მილიონზე - ატლეტიკო ყველაფერს აკეთებს გრიზმანის ყიდვა თავიდან აიცილოს

უარი 15 მილიონზე - ატლეტიკო ყველაფერს აკეთებს გრიზმანის ყიდვა თავიდან აიცილოს
თარიღი 03 Sep 2022, 10:57

კატალონიის "ბარსელონას" შემტევის ანტუან გრიზმანის წამომადგენელი იმედოვნებს, რომ გუნდები შეძლებენ შეთანხმებას და ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ეს ჯერ ვერ ხერხდება.

როგორც ცნობილია, მადრიდულ კლუბს არ სურს ფეხბურთელში 40 მილიონის გადახდა და განძრახ ზრუდავს ფეხბურთელის სათამაშო დროს, რათა თავიდან აიცილოს გამოსყიდვის ვალდებულება.

როგორც ევროპული გამოცემები წერენ, გრიზმანის წარმომადგენელმა უკვე მიმართა ორივე კლუბს, უფრო მცირე თანხაზე შეთანხმების მიზნით. წყაროს ცნობით, "ატლეტიკომ" 15 მილიონის სამი წლის განმავლობაში გადახდაზეა ყაბულს, თუმცა "ბლაუგრანა" უარს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში კლუბები ფრანგის 2-წლიანი იჯარაზე შეთანხმდნენ. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი 50% მატჩებისა ითამაშებს, დიეგო სიმეონეს გუნდს 40 მილიონის გადახდა მოუწევს.