ავტორიზაცია

საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოგბას ძმისა და შეიარაღებული ბანდის მიერ შანტაჟის ბრალდებებზე

საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოგბას ძმისა და შეიარაღებული ბანდის მიერ შანტაჟის ბრალდებებზე
თარიღი 03 Sep 2022, 11:34

მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის"  და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კრიმინალური დაჯგუფება, რომელშიც თავის ძმა მატიას პოგბაც არის გაწევრიანებული მას აშანტაჟებდა.

ამის შემდეგ საქმე პოგბას დაკითხვამდე მივიდა. სადაც მან განაცხადა, რომ პარიზში ყოფნისას მისვე საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებულმა მამაკაცმა დააშინა და 13 მილიონი მოსთხოვა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს მამაკაცები მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რომლებიც თვლიან, რომ პოლ პოგბას დაცვის სანაცვლოდ, მათ სრული უფლება აქვთ თანხა მოითხოვონ.

პოლმა 16 ივლისს განცხადებით მიმართა ტურინის პროკურატურას. გასულ თვეში წინასწარი გამოძიების შემდეგ, პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეისწავლის ბრალდებებს ჯერჯერობით უცნობი პირის მიმართ, "შიაეიარაღებული ბანდის მიერ შანტაჟის, გატაცების და დანაშაულებრივი შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ".

საქმეს სასამართლო პოლიციის ცენტრალური სტაბის (DCPJ) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრის სამსახური (OCLCO) გამოიძიებს.