ავტორიზაცია

იქნება თუ არა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დღევანდელ მატჩში?

იქნება თუ არა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დღევანდელ მატჩში?
თარიღი 03 სექ 2022, 15:19

დღეს, სერია ა-ში გაიმართება საინტერესო შეხვედრა "ლაციოსა" და "ნაპოლის" შორის.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ "ლეჩესთან" მატჩში ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.

თუმცა სპალეტი ელმასი, პოლიტანო, რასპადორის შეტვით უკმაყოფილო იყო და "ლაციოსთან" ცვლილებებს გეგმავს.

"ნაპოლი" დღევანდელ მატჩში ძველ სტილს დაუბრუნდება და კვლავ კვარაცხელია, ოსიმენი, ლოზანოს ტრიოთი შეუტევს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი