ავტორიზაცია

"ჩვენ საკმარისად ზუსტები არ ვიყავით და ეს არ არის კარგი",- პეპ გვარდიოლა

"ჩვენ საკმარისად ზუსტები არ ვიყავით და ეს არ არის კარგი",- პეპ გვარდიოლა
თარიღი 04 Sep 2022, 10:54

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში, მანჩესტერ "სიტის" და "ასტონ ვილას" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. 

მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა და დაკარგულ ქულებზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში მაქსიმალურად ვცდილობდით ბევრი მომენტი შეგვექმნა, განსაკუთრების მას შემდეგ, რაც ბოლო მესამედში შევედით, კაილ ვოკერის და ფილ ფოდენის მეშვეობით. თუმცა, ჩვენ საკმარისად ზუსტები არ ვიყავით და ეს არ არის კარგი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ, მთელი თამაშის  განმავლობაში კარგად ვიცავდით თავს. 90 წუთში ერთხელ, მაგრამ შეცდომა დავუშვით - მეტოქემ კი გოლი გაიტანა. 

ჰოლანდის გოლის გარდა, მეტის გატანა და მოგება შეგვეძლო, კევინს და ფილიფს ჰქონდათ შანსები. თუმცა, ასეც ხდება - ყოველთვის ვერ მიაღწევ მაქსიმალურ შედეგს. გასვლითი მატჩები? ეს არ არის ჩვენი პირველი სეზონი პრემიერ ლიგაში მეშვიდეა. ვიცი რამდენად რთულია გასვლითი შეხვედრების თამაში. აქ ბევრი ძლიერი მეტოქეა. ასე იყო "ნიუკასლთან" და ასეა "ასტონ ვილასთან",-  განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ამრიგად, მანჩესტერ "სიტი" 14 ქულით მეორე ადგილს იკავებს.გვარდიოლას გუნდი მორიგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.