პსჟ-მ მანჩესტერ სიტის ნეიმარი შესთავაზა, მაგრამ გვარდიოლამ ტრანფერი დაბლოკა
"პსჟ"-მ მანჩესტერ "სიტის" ნეიმარი შესთავაზა, მაგრამ ინგლისური კლუბისგან უარი მიიღო.
Diario Sport-ის ცნობით, ფრანგული კლუბი დაუკავსირდა მანჩესტერ "სიტის" და შესთავაზა ბრაზილიელის გაფორმება, თუმცა "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კატეგორიული უარი თქვა შეთავაზებაზე, რადგან ჩათვალა, რომ ნეიმარის კლუბში მისვლას შესაძლოა, გასახდელში ატმოსფერო გაეფუწებინა.
პარიზულ კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, რომ ფრანგულ კლუბს ნეიმართან განშორება სურდა, მიზეზი კი ზოგიერთ თანაგუნდელთან დაძაბული ურთიერთობა იყო.
მიმდინარე სეზონში 30 წლის შემტევს ლიგა 1-ის 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.