ავტორიზაცია

"მე ვუყურებ სხვა გუნდების შემადგენლობას და ჩვენს შორის დიდი სხვაობაა",- ანტონიო კონტე

"მე ვუყურებ სხვა გუნდების შემადგენლობას და ჩვენს შორის დიდი სხვაობაა",- ანტონიო კონტე
თარიღი 03 სექ 2022, 12:52

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "მამლებსა" და სხვა პრემიერ ლიგის კლუბებს შორის არსებულ სხვაობაზე ისაუბრა.

53 წლის სპეციალისტი აცხადებს, რომ უყურებს სხვა გუნდის შემადგენლობებს და მათ შორის სხვაობა დიდია.

"თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ტოტენჰემმა" გააკეთა ყველაფერი რაც მის ძალებში იყო. ვფიქრობ, კარგ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ თქვენთან გულწრფელი უნდა ვიყო, რადგან სხვა გუნდების შემადგენლობებს ვუყურებ და სხვაობა ძალიან დიდია. ჩემი გუნდი ჯერ კიდევ ჩამორჩება მათ. ჩვენ მხოლოდ ახლახანს დავიწყეთ შემადგენლობის გაუმჯობესების პროცესი. ",- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" დასრულებულ სატრანსფერო ფანჯრის დროს, დანახარჯებით მეოთხე ადგილზე გავიდა. ლონდონელებმა 169,9 მილიონი ევრო დახარჯეს.