"ეს შობას ჰგავს",- იურგენ კლოპი ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებაზე
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება შობას შეადარა.
პორტუგალიელმა შემტევმა დიოგო ჟოტამ ვარჯიში ხუთშაბათს განაახლა და გერმანელის განკარგულებაშია. ასევე, დარვინ ნუნიეშმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.
"ჟოტა, ალბათ, შემადგენლობაში პირველად გამოჩნდება. მან გუშინაც ივარჯიშა და დღესაც ივარჯიშებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ითამაშებს თუ არა შემდეგ შეხვედრაში. თუ გადავწყვიტეთ, რომ მან უნდა ითამაშოს, პირველად გვეყოლება ხუთი შემტევი განკარგულებაში. ეს ყველაფერი შობას ჰგავს. ",- განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
დღეს, მერსესაიდულ დერბიში "ლივერპული" სტუმრად "ევერტონს" დაუპირისპირდება.