"უძვირფასესი იყო", - ხავიმ ობამეიანგის წასვლაზე გულდაწყვეტილმა ისაუბრა
„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგის „ჩელსიში“ გადასვლაზე ისაუბრა.
ლონდონურ კლუბს გაბონელი ფეხბურთელი 12 მილიონი ევრო დაუჯდა და საპირისპირო მიმართულებით მარკოს ალონსოს გაშვება მოუწია.
„ობამეიანგი მაგალითი იყო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, მან ბევრი რამ შეცვალა.
მის ციფრებს რომ შეხედოთ თავადაც დაინახავთ, მაგრამ ის როგორც ადამიანიც ძალიან ძვირფასი იყო. ობამეიანგი ნამდვილი მისაბაძი მაგალითი იყო კლუბისთვის და ფეხბურთელებისთვის.“ - აღნიშნა ხავიმ „ბარსელონას“ პრესსამსახურთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პიერი „ბარსაში“ 2022 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 24 მატჩში 13 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, „ჩელსისთან“ კი ახლა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.