ოფიციალურად: ობამეიანგი ლონდონის ჩელსის ფეხბურთელია
გაბონელი ფორვარდი პიერ ემერიკ ობამეიანგი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელია.
ლონდოლურმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერში 12 მილიონი ევრო გადაიხადა. 33 წლის შემტევმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ტრანსფერში ჩართული იყო "ჩელსის" ესპანელი მცველი მარკოს ალონსოც, ვისი ტრანსფერით კატალონიელები ადრეც ინტერესდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ობამეიანგმა პრემიერ ლიგა ამა წლის იანვარში დატოვა, როცა „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „ბარსელონას“ უფასოდ შეუერთდა.