ავტორიზაცია

"რატომ ავირჩიეთ სიტი და არა მადრიდის რეალი? ",- ჰოლანდის მამის კომენტარი

"რატომ ავირჩიეთ სიტი და არა მადრიდის რეალი? ",- ჰოლანდის მამის კომენტარი
თარიღი 04 სექ 2022, 14:20

ViaPlay-ის დოკუმენტურ ფილმში "Haaland: The Choice", ერლინგ ჰოლანდის მამამ და აგენტმა ალფ-ინგე ჰოლანდმა ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ერლინგის გადაწყვეტილებაზე.

კითხვა იმას ეხებოდა თუ რატომ გაკეთდა არჩევანი "ქალაქელებზე" და არა მადრიდის "რეალზე".

"ჩვენ ვიფიქრეთ თუ ვის სჭირდებოდა ფორვარდი? ეს გახლდათ პირველი კრიტერიუმი. მანჩესტერ "სიტის" ამ მხრივ 10-დან 10 დავუწერეთ. სრულყოფილი გარიგება შედგა. 

რაც შეეხება მადრიდის "რეალს" მათ 10-დან 5 ან 6 ბალი დავუწერეთ. საქმე ისაა, რომ ამ გუნდში ქარიმ ბენზემა თამაშობს. ჩვენ ასევე ვფიქრობდით, რომ მადრიდელები კილიან მბაპეს გაიფორმებდნენ. ",- განაცხადა ალფ-ინგე ჰოლანდმა.

პრემიერ ლიგის პირველ 6 ტურში 10 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.