ავტორიზაცია

"თავიდან არბიტრმა გვანიშნა, რომ თამაში გაგვეგრძელებინა", - ოდეგორმა უკმაყოფილება არ დამალა

"თავიდან არბიტრმა გვანიშნა, რომ თამაში გაგვეგრძელებინა", - ოდეგორმა უკმაყოფილება არ დამალა
თარიღი 04 სექ 2022, 23:39

„არსენალის“ ნახევარმცველი მარტინ ოდეგორი „მანჩესტერთან“ მატჩის შემდეგ არბიტრ პოლ ტირნის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

მატჩის მე-12 წუთზე გაბრიელ მარტინელიმ დე ხეას კარი აიღო, მაგრამ ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ ის გაუქმდა, რადგან მსაჯმა ჩათვალა, რომ გოლის გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე, ოდეგორი ერიქსენის წინააღმდეგ დაჯარიმდა.

„ვფიქრობ, ჯარიმა საერთოდ არ ყოფილა. მცირე შეტაკება იყო, ვიდეორეფერის ჩარევისთვის კი გაცილებით აშკარა და უხეში ორთაბრძოლაა საჭირო.

ყველაფერი ძალიან რბილად იყო. გამეორების დროს კი სიტუაციის ყველაზე ცუდად შეფასებაა შესაძლებელი. ჯარიმა არ ყოფიილა, თანაც რეფერიმ თავიდან გვანიშნა, რომ თამაში გაგრძელებულიყო.“ - აღნიშნა ნორვეგიელმა.