"მე მას კვარადონას ვეძახი, გულწრფელად არ მეგონა, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი იყო",- ბონიეკი კვარაცხელიაზე

იტალიური "რომას" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზბიგნევ ბონიეკმა რადიო Anch'io-სთან საუბარში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
პოლონელმა განაცხადა, რომ გულწრფელად არ ეგონა თუ კვარაცხელია ასეთი ძლიერი ფეხბურთელი იყო.
"კვარა, მე მას კვარადონას ვეძახი. მას არ ვიცნობდი, მაგრამ მსმენია ქართველის შესახებ, გულწრფელად არ მეგონა, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი იყო. აუცილებლად უნდა მივულოცო "ნაპოლის" ასეთი შენაძენი. ფეხბურთელი რომელსაც აქვს შთამბეჭდავი თვისებები და კიდევ ბევრ კომპონენტში მომატება შეუძლია. ",- განაცხადა ბონიეკმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემბერს სერია A-ს ეგიდით "სპეციას" დაუპირისპირდება.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი