რა შემთხვევაში შეუმცირდებათ ბარსელონას ფეხბურთელებს ხელფასი 10%-ით?

იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონას" ფეხბურთელი გამოტოვებს რამდენიმე სარეკლამო ღონისძიებას, მისი ხელფასი 10%-ით შემცირდება.
ასეთი შეთანხმება მხოლოდ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებთან შეთანხმებაშია გაწერილი. ამ ინფორმაციას Football Espana Twitter-ზე ვკითხულობთ.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ფინანსური პრობლემების გამო, სატელივიზიო უფლებების გაყიდვა მოუწია, რაც კატალონიელებმა ფეხბურთელების შესაძენად გამოიყენეს.
კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 153 მილიონი ევრო დახარჯა და გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა.