ავტორიზაცია

"ზოგ კლუბს 1.8-მილიარდიანი ვალი აქვს, რაც ფეხბურთისთვის საფრთხეა", - პსჟ-ს პრეზიდენტმა ბარსელონას წაკბინა

"ზოგ კლუბს 1.8-მილიარდიანი ვალი აქვს, რაც ფეხბურთისთვის საფრთხეა", - პსჟ-ს პრეზიდენტმა ბარსელონას წაკბინა
თარიღი 05 Sep 2022, 19:47

„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ Football Talks-ის ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც პორტუგალიური ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში შედგა, სპორტის ამ სახეობის პრობლემაზე ისაუბრა.

„ზოგ კლუბს 1.8 მილიარდიანი ვალი აქვს. ეს არ არის ნორმალური, ეს ფეხბურთის კატასტროფაა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ, ჩვენი ქმედებების დამსახურებით, ვალი საერთოდ არ გვაქვს.

რა თქმა უნდა, კოვიდის გამო ფული დავკარგეთ, ისევე როგორც სხვა კლუბებმა, მაგრამ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. 

ზოგ კლუბებს დიდი ვალი აქვთ და ეს რისკია, საფრთხე ფეხბურთისთვის. ზოგი ადამიანი პრეზიდენტად მრავალი წლის მანძილზე რჩებოდა და შემდეგ, ვალებს მომდევნო პრეზიდენტს გადასცემდა, მათ თავიანთი კატასტროფა სხვა პრეზიდენტებს გადასცეს.

ჩვენ ამაზე უნდა ვიდარდოთ და ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ ეს არის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა ფეხბურთი გაანადგუროს.“ - აღნიშნა ალ ხელაიფიმ Marca-სთან საუბარში.