ავტორიზაცია

მბაპე ნეიმართან ურთიერთობაზე: "ორ ასეთ ფეხბურთელს შორის შეიძლება იყოს უთანხმოება"

მბაპე ნეიმართან ურთიერთობაზე: "ორ ასეთ ფეხბურთელს შორის შეიძლება იყოს უთანხმოება"
თარიღი 06 სექ 2022, 11:27

მოგეხსენებათ, აგვისტოში "პსჟ"-ში ვითარება დაიძაბა. "მონპელიესთან" (5:2) შეხვედრის შემდეგ, ნეიმარმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მბაპე პენალტების უალტერნატივო დამრტყმელი იყო. ევროპული გამოცემები იმაზეც წერდნენ, რომ ფრანგმა ფორვარდმა ბრაზილიელის გუნდიდან გაშვება მოითხოვა.

ფეხბურთელებს შორის ინციდენტი, კლუბის დირექტორ ლუის კამპოსთან შეხვედრის შემდეგ მოგვარდა. ინციდენტის აღმოფხვრაში მონაწილეობა სერხიო რამოსმაც მიიღო.

ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მისი და ნეიმარის ურთიერთობა პატივისცემაზეა დამყარებული.

"მეექვსე წელია რაც ერთად ვთამაშობთ. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის პატივისცემაზე იყო დამყარებული. ჩვენი ურთიერთობის ბუნება ასეთია - ხან თბება ხანაც ცივდება. მე ნეიმარს დიდ პატივს ვცემ.  ორ ასეთ ფეხბურთელს შორის შეიძლება იყოს უთანხმოება, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს და ვზრუნავთ "პსჟ"-ს ინტერესებზე. ",- თქვა ფრანგმა.