დელ პიერო ხვიჩაზე: "უფთხილდით კვარაცხელიას, ის მზადაა ევროპაში სათამაშოდ"

ცნობილი გამოცემა Gazzetta dello Sport-ი "იუვენტუსის" ლეგენდალური ფეხბურთელის ალესანდრო დელ პიეროს კომენტარს ავრცელებს.
იტალიელს "ნაპოლის" პერსპექტივებზე ჰკითხეს, გარდა ამისა მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"მე ნამდვილად მჯერა, რომ "ნაპოლი" უკეთესი გუნდია ვიდრე წინა სეზონში იყო. აღფრთოვანებული ვარ ლუჩიანო სპალეტის მუშაობით, რომელმაც ბევრი მნიშვენლოვანი ცვლილება გაატარა. უფთხილდით ხვიჩა კვარაცხელიას ის არაპროგნოზირებადი და საოცრად ნიჭიერია. აშკარაა, რომ ის მზდაა ევროპაში სათამაშოდ. ",- განაცხადა დელ პიერომ.
კვარაცხელიამ იტალიურ კლუბში ჩატარებულ 5 ოფიციალურ მატჩში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემბერს სერია A-ს ეგიდით "სპეციას" დაუპირისპირდება.